Friday, June 28, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


1. პროექტის სახელწოდება
როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია?

2.პროექტის მთავარი თემა
მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის დაზოგვა და როგორ შეიძლება ამის განხორციელება.

3.პროექტის აქტუალობა
ელექტროენერგიის გადაჭარბებული გამოყენება ქმნის ,,სათბურის ეფექტს" და საფრთხეს უქმნის ადამიანების მომავალს.

4.პროეტის მიზნები
მოსწავლეებმა ერთდროულად მოახდინონ ელექტროენერგიის დაზოგვის ალტერნატიული გზების ძიება და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

5.მონაწილეთა ასაკი
12-13 წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა
3-4 კვირა

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები მოახდენენ ელექტროენერგიის ეკონომიურ გამოყენებას, სხვებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მოუწოდებენ მსგავსი ქმედებისაკენ.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები
პროქტისათვის საჭიროა სხვადასხვა რესურსები: ინტერნეტი და წიგნები, ინფორმაციის მოძიებისათვის, პოლიგრაფიული საშუალებები, შეხვედრები ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, ბუნების დამცველებთან და იმ მეცნიერებთან, რომლებიც მუშაობენ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობის პროცესში აკეთებენ ცხრილებს, სადაც ნაჩვენებია გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობა დღეების მიხედვით და ხდება ერთი თვის მონაცემების შედარება წინა თვეების ანალოგიურ მაჩვენებლებთან, რის მიხედვითაც შესაძლებელია დანაზოგის შეფასება. ამზადებენ სტიკერებს მოწოდებით ელექტროენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებით, აკრავენ სახლში, სკოლაში და სხვა დაწესებულებებში. წარმოადგენენ  პრეზენტაციებს: ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თანმდები უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ბუნებაზე; წყლისა და დენის მოხმარების ურთიერთკავშირის შესახებ; ბინების თბოიზოლაციის შესახებ, რაც ამცირებს ენერგიის დანახარჯებს; თანამედროვე გამოგონებების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ელექტროენერგიის დაზოგვას (მაგ. ეკონომიური ნათურები) და ა.შ

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ამ პროექტს კავშირი აქვს ისეთ მეცნიერებებთან, როგორიცაა: ფიზიკა, ბიოლოგია, ეკოლოგია, ეკონომიკა და სხვა. პროექტი ხელს უწყობს ჩართულობას ჯგუფურ მუშაობაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარებას, კომუნიკაციას, სხვათა მოსაზრების გაზიარებას, შემოქმედებით მიდგომის ფორმირებას.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ია მარდალეიშვილი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
iamardaleisvili@gmail.com

13პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
www.iamardaleishvili.blogspot.com